თავში

ამსტერდამის აეროპორტში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის

​ამსტერდამის აეროპორტში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის
ამსტერდამის აეროპორტში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის

ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში მგზავრებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ასევე, აღარ არის აუცილებელი სოციალური დისტანციის დაცვა.

ამასთან, პირბადის გაკეთება თვითმფრინავში შესვლამდე იქნება აუცილებელი.

აეროპორტის საერთო ტერმინალში კაფეებითა და რესტორნებით სარგებლობა მხოლოდ COVID-სერტიფიკატებით იქნება შესაძლებელი. ის ადასტურებს, რომ ადამიანი ვაქცინირებულია, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა ან კოვიდზე ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system