თავში

ამსტერდამში ერთ-ერთი უმსხვილესი აზიელი ნარკობარონი დააკავეს

ამსტერდამში ერთ-ერთი უმსხვილესი აზიელი ნარკობარონი დააკავეს
ამსტერდამში ერთ-ერთი უმსხვილესი აზიელი ნარკობარონი დააკავეს

ნიდერლანდების პოლიციამ, ამსტერდამში, ავსტრალიის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნარკოკარტელის სავარაუდო ხელმძღვანელი ცე ჩი ლოპი დააკავა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, ცე ჩი ლოპი ჩინეთში დაბადებული კანადის მოქალაქეა. იგი ნარკოკარტელს ხელმძღვანელობს, რომელიც 70 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს და აზიის ნარკოტიკების არალეგალურ ბაზარზე მოწინავე ადგილი უკავია. 

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ძებნილთა სიაში მყოფი ლოპზე ამსტერდამის შიპოლის აეროპორტში დააკავეს.

სასამართლოს წინაშე წარდგენის მიზნით, მის ექსტრადაციას ავსტრალია შეეცდება. ავსტრალიამ ნარკობარონის დაკავების ორდერი 2019 წელს გასცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system