თავში

ამსტერდამში ჰოლოკოსტის ეროვნული მემორიალი გაიხსნა

ამსტერდამში ჰოლოკოსტის ეროვნული მემორიალი გაიხსნა
ამსტერდამში ჰოლოკოსტის ეროვნული მემორიალი გაიხსნა

ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდრემ ამსტერდამში ჰოლოკოსტის ეროვნული მემორიალი გახსნა. ეს არის პირველი ძეგლი ქვეყანაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 102,000 ჰოლანდიელი ებრაელის, სინტის და ბოშას ხსოვნას ეძღვნება.

ძეგლი აღმართა პოლონელ-ამერიკელმა არქიტექტორმა დანიელ ლიბესკინდმა, რომლის ოჯახი ჰოლოკოსტის დროს დაიღუპა. 

მემორიალი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ებრაული კვარტლის გვერდით. ძეგლი წარმოადგენს აგურის კედლების ლაბირინთს, რომელიც, ზემოდან დანახვისას, ქმნის წარწერას "მეხსიერებაში".

მემორიალის მშენებლობა წლების განმავლობაში გადაიდო მისი ადგილმდებარეობისა და დიზაინის ცვლელიების გამო. მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლები ცდილობდნენ ხელი შეუშალონ ძეგლის გამოჩენას სასამართლოში, ვიზიტორთა და ტურისტების შემოდინების შიშით. საბოლოოდ, 2019 წლის ბოლოს, ჰოლანდიის უზენაესმა სასამართლომ მშენებლობის საბოლოო ნებართვა გასცა.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ეროვნული მემორიალის მშენებლობა 15 მილიონი ევრო დაჯდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system