
ამსტერდამში ფოსტის შენობაში აფეთქება მოხდა. მეორე ბომბი, კერკრადში, ფოსტის დაფასოების ცენტრში ამოქმედდა.
წინასწარი ინფორმაციით, ამსტერდამში ბომბი ამანათში იდო და ადგილობრივი დროით 8:00 საათზე აფეთქდა, კერკრადში კი, 8:30 საათზე.
ორივე შემთხვევაში არავინ დაშავებულა.
პოლიცია ჯერჯერობით ორ აფეთქების ერთმანეთთან კავშირს ვერ ადასტურებს.
12:41
ამსტერდამის საფოსტო განყოფილებაში აფეთქება მოხდა. მედიის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ ამანათში იყო დამალული. ინფორმაცია დაღუპულებისა ან დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არ ვცრელდება.
მეორე აფეთქება ამავე ოფისის შენობაში მოხდა.
სხვა დეტალები უცნობია.
ადგილზე პოლიცია და გამნაღმველები არიან მობილიზებულნი.
In een bedrijf op de #Bolstoen in Amsterdam Sloterdijk heeft vanmorgen een explosie plaatsgevonden, vermoedelijk door een #bombrief. Er is een explosievenverkenner van de politie opgeroepen. Ook brandweer- en ambulancepersoneel is ter plaatse. via https://t.co/QpxBiNCLkF pic.twitter.com/lSc53RR0SP
— Robby Hiel (@PersburoUNN) February 12, 2020