თავში

ამსტერდამში პირველი მუსიკალური ფესტივალი გაიმართა - VIDEO

ამსტერდამში პირველი მუსიკალური ფესტივალი გაიმართა
ამსტერდამში პირველი მუსიკალური ფესტივალი გაიმართა - VIDEO

ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში, პანდემიის გამო შეზღუდვების დაწესების შემდეგ პირველად,  ელექტრონული  მუსიკის ფესტივალი გაიმართა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, უკვე ერთი წელი გავიდა, რაც ამსტერდამში კონცერტები არ შესრულებულა. ღონისძიება ამსტერდამის უდიდეს მუსიკალურ დარბაზში, Ziggo Dome-ში, გაიმართა. დარბაზში, რომელიც ჯამში 17 000 ადამიანს იტევს მხოლოდ 1 300 ადამიანის შეკრების ნებართვა გასცეს. 

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ უსაფრთხოებისა და ვირუსის გავრცელების კონტროლის მიზნით, დარბაზში შესვლამდე მსმენელების კონტაქტები აღრიცხეს. ეს ხელისფულებას საშუალებას მისცემს განსაზღვროს რამდენად უსაფრთხოა საჯარო ღონისძიებების განახლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system