თავში

ამსტერდამში საპროტესტო აქციაზე არეულობისას 190 პირი დააკავეს

ამსტერდამში საპროტესტო აქციაზე არეულობისას 190 პირი დააკავეს
ამსტერდამში საპროტესტო აქციაზე არეულობისას 190 პირი დააკავეს

ამსტერდამში, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებასა და არეულობაში გადაიზარდა, სულ მცირე, 190 ადამიანი დააკავეს.
ნიდერლანდების დედაქალაქსა და ეინდჰოვენში პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

21 საათზე კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ ამსტერდამისა და ეინდჰოვენის ქუჩებში გამართული საპროტესტო მსვლელობა სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პოლიციელების მიმართულებით ქვებს და ფოიერვერკებს ისროდნენ, დაამსხვრიეს მაღაზიის ვიტრინები.

ნიდერლანდებში ღამის საათებში ე.წ. კომენდანტის საათი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად დაწესდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system