თავში

ამსტერდამში საპროტესტო აქციის 58 მონაწილე დააკავეს

ამსტერდამში საპროტესტო აქციის 58 მონაწილე დააკავეს
ამსტერდამში საპროტესტო აქციის 58 მონაწილე დააკავეს

ნიდერლანდების დედაქალაქში კორონავირუსის შეზღუდვების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაზე 58 ადამიანი დააკავეს. 

სამართალდამცავების განცხადებით, მომიტინგეები არღვევდნენ საკარანტინო შეზღუდვებს, რის გამოც, მათ დაშლისაკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეებმა მუზეუმის მოედნის დატოვებაზე უარი განაცხადეს, რის გამოც სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენა.

ქალაქის ცენტრში შეკრებილები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ და მათ გაუქმებას მოითხოვდნენ.

ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 186 987-ს აღწევს. დაავადებას 16 244 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system