თავში

ამცრელი ბრიგადები მობილურ პრინციპზე უნდა გადავიყვანოთ - ამირან გამყრელიძე

ამცრელი ბრიგადები მობილურ პრინციპზე უნდა გადავიყვანოთ
ამცრელი ბრიგადები მობილურ პრინციპზე უნდა გადავიყვანოთ - ამირან გამყრელიძე

საქართველოს სოფლებში ამცრელი ჯგუფების მობილური გადაადგილება იგეგმება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, თუკი აქამდე მედიკოსები ელოდებოდნენ, თუ ვინ მივიდოდა ამცრელ პუნქტებში ვაქცინაციის ჩასატარებლად, ახლა მიდგომა იცვლება და ამცრელი ჯგუფები თავად მივლენ მოსახლეობასთან ვაქცინაციისთვის. 

"იგეგმება მომდევნო 90 დღის განმავლობაში რამდენი ადამიანი ექვემდებარება აცრას თითოეულ სოფელში, როდის უნდა აიცრან ისინი, რათა დაიგეგმოს მათი აცრაზე მისვლის ან უფრო აქტიურად თავად ამ ადამიანებთან მისვლის სტრატეგია. აქამდე ჩვენ თუ ველოდებოდით ამცრელ პუნქტებში ვინ მივიდოდა, ახლა პირიქით, კიდევ უფრო მეტად აქტიურად უნდა მივიდეთ. ამცრელი ბრიგადები უფრო მეტად მობილურ პრინციპზე გადავიყვანოთ, რათა ამ წლის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის სრულად აცრაზე გავიდეთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system