თავში

ამურის არხში სამი ბავშვი დაიხრჩო

ამურის არხში სამი ბავშვი დაიხრჩო
ამურის არხში სამი ბავშვი დაიხრჩო

რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში, მდინარე ამურის არხში სამი ბავშვი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის საგამოძიებო დეპარტამენტი აქვეყნებს.

გამოძიების ცნობით, დაღუპულები 9, 10 და 12 წლის ბავშვები არიან, რომლებიც მდინარის შენაკადში ცურავდნენ. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფი წარმომადგენლები.

ამ დროისათვის მომხდარზე გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system