თავში

ანა ტეილორ-ჯოი და კრის ჰემსვორთი Mad Max-ის პრექველში მონაწილეობენ

ანა ტეილორ-ჯოი და კრის ჰემსვორთი Mad Max-ის პრექველში მონაწილეობენ
ანა ტეილორ-ჯოი და კრის ჰემსვორთი Mad Max-ის პრექველში მონაწილეობენ

რეჟისორმა ჯორჯ მილერმა "Mad Max-ის" პრექველში მონაწილე მსახიობების შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ფილმში ახალგაზრდა ფურიოსას შესახებ ანა ტეილორ-ჯოი და კრის ჰემსვორთი ითამაშებენ.

გაზაფხულზე მილერმა განაცხადა, რომ მას თავდაპირველად ფილმში მთავარი როლის შესასრულებლად შარლიზ ტერონის "გაახალგაზრდავება" სურდა, რომელიც პირველ ფილმში ტომ ჰარდისთან ერთად გამოჩნდა. მაგრამ მილერმა ამ იდეაზე ტექნოლოგიის არასაკმარისი განვითარების გამო უარი განაცხადა. ახალი ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ფურიოსა დაახლოებით ოცი წლის უნდა იყოს. ტეილორ-ჯოი ახლა 24 წლისაა.

ფილმ "Furiosa-ს" "Warner Bros." და მილერის საკუთარი კომპანია აწარმოებს. მისი გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system