თავში

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს მომავალში გერმანიის კანცლერის პოსტის დაკავება არ სურს

​ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს მომავალში გერმანიის კანცლერის პოსტის დაკავე
ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს მომავალში გერმანიის კანცლერის პოსტის დაკავება არ სურს

გერმანიის მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ მომავალში კანცლერის თანამდებობაზე პრეტენზია აღარ ექნება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "Spiegel" ავრცელებს.

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ ის მომავალი წლის ფედერალურ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს ანგელა მერკელის შემცვლელად განიხილავდნენ.

გარდა ამისა, ის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას გეგმავს.

მედია წერს, რომ ანგელა მერკელმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერს მადლობა გადაუხადა და და სთხოვა, რომ ის თავდაცვის მინისტრად დარჩეს.

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის პოსტზე ანგელა მერკელი 2018 წლის დეკემბერში შეცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system