თავში

ანგელა მერკელი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

​ანგელა მერკელი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს
ანგელა მერკელი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების აუცილებლობაზე ესაუბრა. ამის შესახებ გერმანიის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაშია აღნიშნული.

"კანცლერი ანგელა მერკელი გუშინ ტელეფონით სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, დღეს კი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ესაუბრა. მოლაპარაკებების დროს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის ესკალაცია განიხილებოდა. კანცლერმა ხაზი გაუსვა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების აუცილებლობას. მინსკის ჯგუფის სახით ეუთო ამისთვის შესაბამის ფორუმს სთავაზობს. მეზობელი ქვეყნები მშვიდობიან დარეგულირებას უნდა უწყობდნენ ხელს", - ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system