თავში

ანგელა მერკელი იმედოვნებს, რომ ჩინეთ-აშშ-ს სავაჭრო პრობლემები მალე დასრულდება

ანგელა მერკელი იმედოვნებს
ანგელა მერკელი იმედოვნებს, რომ ჩინეთ-აშშ-ს სავაჭრო პრობლემები მალე დასრულდება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც პეკინში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, აცხადებს, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო პრობლემები მთელს მსოფლიოს უქმნის პრობლემებს და მას იმედი აქვს, რომ ვითარება მალე გამოსწორდება.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ-სთან არსებულ დავაში იქნება გამოსავალი, ვინაიდან ეს ყველაზე ახდენს გავლენას", - განაცხადა მერკელმა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან, ლი კეციანთან შეხვედრაზე.

მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია ჩინური ინვესტიციებისთვის ღიაა, თუმცა დაბანდებებს კონკრეტულ სტრატეგიულ სექტორებსა და საკვანძო ინფრასტრუქტურაში დეტალურად შემოწმდება.

მიმდინარე თვეში ჩინეთი და აშშ ვაშინგტონში სავაჭრო მოლაპარაკებების განახლებას გეგმავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system