თავში

ანგელა მერკელი მიდის - გერმანიაში არჩევნებია

ანგელა მერკელი მიდის - გერმანიაში არჩევნებია
ანგელა მერკელი მიდის - გერმანიაში არჩევნებია

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებია. ხმის მიცემა საღამოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის დასაკომპლექტებლად ორი ძირითადი პარტია იბრძვის მათ შორისაა მემარცხენე ცენტრისტი სოციალ დემოკრატები და გასული 16 წლის განმავლობაში გერმანიის კანცლერის პოსტზე მყოფი ანგელა მერკელის კონსერვატორები. 

მერკელმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ რამდენიმე თვის წინ განაცხადა. 

დღევანდელ არჩევნებზე ის მოუწოდებს მოქალაქეებს, ხმა მისი პარტიის წარმოამდგენელ არმინ ლაშეტს მისცენ. 

"აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ხელისუფლებაში" - ამ მესიჯით მიმართავს გერმანიის ისტორიული კანცლერი ამომრჩევლებს. 

არჩევნების წინასწარი მონაცემები ხმის მიცემის დასრულებისთანავე იქნება ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system