თავში

ანგელა მერკელის პარტია ახალ ლიდერს აირჩევს

ანგელა მერკელის პარტია ახალ ლიდერს აირჩევს
ანგელა მერკელის პარტია ახალ ლიდერს აირჩევს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია ახალ ლიდერს 25 აპრილს აირჩევს. 

ახალმა ლიდერმა მერკელის ხელმძღვანელობის 16 წლიანი ეპოქა უნდა დაასრულოს. მომავალი თავმჯდომარე კანცლერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ან კანდიდატს თავად წარადგენს. 

გერმანიის ყველაზე ძლიერი, "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის დელეგატები ახალ ლიდერს, სამი მთავარი კანდიდატიდან შაბათს შეარჩევენ. 

კანდიდატები ერთმანეთისგან იდეოლოგიით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. 

მაშინ, როდესაც 65 წლის ფრიდრიხ მერცს მეტად კონსერვატიული და ბიზნესის მხარდამჭერი იმიჯი აქვს შექმნილი, არმინ ლაშეტი ლიბერალური დამოკიდებულებებით გამოირჩევა. მესამე კანდიდატი ნორბერტ როდგენი კი, რომელიც 2012 წელს ანგელა მერკელმა გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრობის თანამდებობიდან გაათავისუფლა, აცხადებს, რომ ეს მისთვის კარგი გაკვეთილი იყო. 

ახალი ლიდერს 10001 დელეგატი უმრავლესობით აირჩევს. გერმანიაში მომდევნო კანცლერს 26 სექტემბერს აირჩევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system