თავში

ანგელა მერკელმა განსახორციელებელი პროგრამა წარადგინა

ანგელა მერკელმა განსახორციელებელი პროგრამა წარადგინა
ანგელა მერკელმა განსახორციელებელი პროგრამა წარადგინა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს განსახორცილებელი გეგმები დაასახელა.

"გერმანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს დროებითი თავმჯდომარე, აპირებს, იმუშავოს არა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში ევროპული ეკონომიკის აღდგენაზე, არამედ ევროკავშირის მიერ საერთაშორისო საზოგადოებაში მისი ადგილის შენარჩუნების გარანტიაზე", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა. 

"კრიზისის დაძლევა მხოლოდ ევროპული ერთიანობით მოხდება, ჩვენ გვინდა, შევქმნათ ევროპა, თვითდაჯერებული, ყურადღებიანი, ინოვაციებისკენ მისწრაფული, რომელიც შეინარჩუნებს ადგილს საერთაშორისო ასპარეზზე", - დასძინა მან.

გერმანიის კანცლერი გერმანულ-ფრანგული წინადადების შესრულების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ევროკავშირის ეკონომიკის აღდგენისთვის ფონდის შექმნას ითვალისწინებს. ის 500 მილიარდი ევროს ოდენობით განისაზღვება.

”ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე, ყველა მიმართულებით, შედგეს შეთანხმება, ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს”, - განაცხადა მერკელმა.

შეგახსენებთ, რომ პირველი ივლისიდან გერმანიამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვის ვადით გადაიბარა.

18 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ევროპაში კორონავირუსის პანდემიის დაძლევა ევროკავშირის საბჭოში გერმანიის თავმჯდომარეობის ძირითადი თემა იქნება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system