თავში

ანგელა მერკელმა მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა

ანგელა მერკელმა მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებების დაუყოვნებლ
ანგელა მერკელმა მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბაქოსა და ერევანს მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ მოუწოდა. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

გერმანიის კანცლერი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. 

”საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამდგომლობით, არსებითი მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ განახლდეს”, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ მხარეთა შორის მოსკოვში გაფორმებულ ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system