თავში

ანკარა ერაყში ახალი დროებითი სამხედრო ბაზების გახსნას გეგმავს

​ანკარა ერაყში ახალი დროებითი სამხედრო ბაზების გახსნას გეგმავს
ანკარა ერაყში ახალი დროებითი სამხედრო ბაზების გახსნას გეგმავს

თურქეთი აგრძელებს ერაყის ჩრდილოეთით ქურთების სამიზნეებზე შეტევას. სამხედრო ოპერაციის შემდეგ ანკარა ერაყში დამატებითი დროებითი სამხედრო ბაზების შექმნას გეგმავს.

თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანის მშრომელთა პარტიის წინააღდეგ ორი სამხედრო ოპერაცია კვირას და სამშაბათს განახორციელა. საბრძოლო მოქმედებები ერაყელი ქურთების წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც, ანკარას განცხადებით, საზღვრის განაპირას მდებარე თურქულ ბაზებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა.

თურქეთმა F-16 თვითმფრინავებით, უპილოტო საფრენი აპარატებითა და არტილერიით შეტევა ქურთების 500 ობიექტზე განახორციელა.

ქურთების ობიექტებზე შეტევა მიმდინარე კვირაში ირანმაც მიიტანა.

მომხდართან დაკავშირებით თურქეთის ელჩი ბაღდადში ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა. არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა შეშფოთება გამოთქვა სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ თურქეთის და ირანის ინტერვენცია ერაყის სუვერენიტეტს ლახავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system