თავში

ანკარაში ქუჩები და სახლები დაიტბორა

​ანკარაში ქუჩები და სახლები დაიტბორა
ანკარაში ქუჩები და სახლები დაიტბორა

გადაუღებელი წვიმების შედეგად თურქეთის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ქუჩები, სახლები და საოფისე ფართები დაიტბორა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

უამინდობის გამო მოძრაობა შეფერხებული იყო, რამდენიმე ქუჩა გადაიკეტა.

გაჩერებულ ავტომობილებამდე მძღოლებს მისვლა უჭირდათ, რადგან წყლის დონე საკმაოდ მაღალი იყო.

ქარის სიჩქარე ანკარაში 40 კმ/სთ-ს აღწევდა. რამდენიმე რაიონში ხეები წაიქცა. ერთ-ერთი რაიონი დაისეტყვა.

მეტეოროლოგების თქმით, წვიმები კიდევ, სულ მცირე, 2 დღეს გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system