თავში

ანტალიაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

​ანტალიაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ანტალიაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, ანტალიაში, საკურორტო ქალაქ მანავგატში მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეარხი Haber 7 ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულია 82 წლის მამაკაცი.

ქვეყნის გარემოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, 10 ადამიანი ცეცხლის ალყაშია ბლოკირებული. ამჟამად მაშველები მათი ევაკუაციისთვის ემზადებიან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამჟამად ანტალიაში 18 დასახლებული პუნქტია ევაკუირებული.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ხანძარი ანტალიის მახლობლად 4 საკურორტო რაიონში მძვინვარებს და დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება. დამწვარია რამდენიმე სახლი და საწარმო.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით, ამ დროისთვის მანავგატში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 62 ადამიანი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system