თავში

ანტარქტიდაზე AstraZeneca-ს ვაქცინები ჩაიტანეს

ანტარქტიდაზე AstraZeneca-ს ვაქცინები ჩაიტანეს
ანტარქტიდაზე AstraZeneca-ს ვაქცინები ჩაიტანეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან 9 თვის შემდეგ AstraZeneca-ს ვაქცინამ ანტარქტიდასაც მიაღწია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პრეპარატი როტერას სადგურზე მყოფი ბრიტანელი პოლარული მკვლევარების ვაქცინაციისთვის არის განკუთვნილი.

ამ კვირაში აცრა სადგურის 23 თანამშრომელს ჩაუტარეს.

”ადამიანების ვაქცინაციის შესაძლებლობა სადგურისა და ანტარქტიდას ბინადრებს ვირუსისგან დაიცავს", - განაცხადა როტერას ზამთრის სადგურის ხელმძღვანელმა, მეთიუ ფილიპსმა.

ვაქცინის შემდეგ პარტიას, რომელიც მეორე დოზას შეიცავს, ანტარქტიდაზე 4 კვირაში ჩაიტანენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system