თავში

ანტარქტიდაზე დათვი აღმოაჩინეს, რომელიც 100 ათასი წლის წინ ცხოვრობდა

​ანტარქტიდაზე დათვი აღმოაჩინეს, რომელიც 100 ათასი წლის წინ ცხოვრობდა
ანტარქტიდაზე დათვი აღმოაჩინეს, რომელიც 100 ათასი წლის წინ ცხოვრობდა

ავსტრალიელმა მკვლევარებმა ანტარქტიდაზე, ამუნდსენ-სკოტის ბაზასთან გაქვავებული ნეშტი აღმოაჩინეს. ის დათვს ეკუთვნოდა, რომელიც ამ ტერიტორიაზე, წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 100 ათასი წლის წინ ცხოვრობდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Explouer ავრცელებს.

ბოლო დრომდე ითვლებოდა, რომ ანტარქტიდაზე დათვები არასოდეს ბინადრობდნენ. ახალმა აღმოჩენამ ეს ვერსია, შესაძლოა, თავდაყირა დააყენოს. ამჟამად ნეშტი მომდევნო შესწავლისთვის კონტინენტზეა გადაგზავნილი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დათვები ყინულოვან მატერიკზე სამხრეთ ამერიკიდან შემოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამის დამადასტურებელი რეალური მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს, ამ ჰიპოთეზას ბევრი მკვლევარი უჭერს მხარს.

აღმოჩენილი ნეშტების პირველადი შეფასების შემდეგ მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მისი სიმაღლე 1,5-დამ 2 მეტრამდე მერყეობდა. მამალი დათვების წონა 600 კგ უნდა ყოფილიყო, თუმცა ხანდახან ის 1400 კილოგრამსაც აჭარბებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system