თავში

ანტივაქსერები ძილში უნდა ავცრათ - ფილიპინების პრეზიდენტი

​ანტივაქსერები ძილში უნდა ავცრათ - ფილიპინების პრეზიდენტი
ანტივაქსერები ძილში უნდა ავცრათ - ფილიპინების პრეზიდენტი

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ გააჟღერა ინიციატივა, რომელიც ანტივაქსერებთან ბრძოლას გააადვილებს. მისი თქმით, გამოსავალი საკმაოდ მარტივია - ადამიანები კორონავირუსზე ძილში უნდა აცრან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN Philippines ავრცელებს.

"პრობლემას ისინი წარმოადგენენ, ვისაც ვაქცინაცია არ სურს. ეძებეთ ისინი თქვენს სოფელში, მივიდეთ იქ, სანამ მათ სძინავთ და ძილში ავცრა ისინი. თუ მათ არ უნდათ, მოვიდთ, მათ სახლებში მივიდეთ და ავცრათ, როდესაც დაღამდება. მე გავაკეთებ ამას, მე წაგიძღვებით", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მანამდე დუტერტემ განაცხადა, რომ ეძებს შესაფერის კანონს, რომელიც კარანტინის დამრღვევებისა და მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეთა ციხეში ჩასმის უფლებას იძლევა.

ჯანდაცვის სამინისტროში არაერთხელ აღნიშნეს, რომ ვაქცინაცია არ არის სავალდებულო. ყველა ვაქცინაცია ინფორმირებულ თანხმობას მოითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system