თავში

ანტონიო ბანდერასმა მალაგაში მუსიკალური თეატრი გახსნა

ანტონიო ბანდერასმა მალაგაში მ
ანტონიო ბანდერასმა მალაგაში მუსიკალური თეატრი გახსნა

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანტონიო ბანდერასმა, სამხრეთ ესპანეთში, მშობლიურ ქალაქ მალაგაში საკუთარი თეატრი „Teatro del Soho“ გახსნა. მისი შენობა ადრე კინოთეატრს ეკუთვნოდა, რომელიც 56 წლის მსახიობმა მთლიანად განაახლა და ახალი სიცოცხლე შესძინა. თეატრში პირველი მიუზიკლი გახსნაზე, პარასკევს საღამოს დაიდგა. ის მთლიანად ესპანურ ენაზე იყო წარმოდგენილი. ბანდერასმა დადგმა სპეციალურად შეარჩია.

„მიუზიკლში არ არიან ცნობილი ვარსკვლავები. აქ მონაწილეობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან, მოღვაწეობენ ამ სფეროში, მაგრამ მათი სახელები ბრჭყვიალა რეკლამებზე გამოფენილი არ არის“, - ამბობს ბანდერასი.

მიუზიკლის ბილეთები მთლიანად გაიყიდა. განახლებულ თეატრში 800-ზე მეტი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system