თავში

Apple-ის თანადამფუძნებელი კოსმოსურ კომპანიას ქმნის

​Apple-ის თანადამფუძნებელი კოსმოსურ კომპანიას ქმნის
Apple-ის თანადამფუძნებელი კოსმოსურ კომპანიას ქმნის

ამერიკელმა მეწარმემ და გამომგონებელმა, "Apple-ის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა განაცხადა, რომ კერძო კოსმოსურ კომპანიას "Privateer Space" შექმნის. ამის შესახებ მან "Twitter-ზე" დაწერა.

დეტალები: ვოზნიაკი დარწმუნებულია, რომ ახალი კომპანია მისი კონკურენტებისგან განსხვავებული იქნება.

კომპანიის YouTube-არხზე ნათქვამია, რომ "Privateer Space" რობოტექნოლოგიური კომპანია "Ripcord-ის" აღმასრულებელ დირექტორ ალექს ფილდინგთან ერთად დაარსდება.

დამფუძნებლების მიზანია: "გახადონ კოსმოსი უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მთელი კაცობრიობისათვის".

კომპანიის გეგმების შესახებ სექტემბერში, AMOS-ის ტექნოლოგიურ კონფერენციაზე გამოცხადდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system