თავში

Apple-ის თანამშრომლები ოფისებში დაბრუნებაზე უარს აცხადებენ

Apple-ის თანამშრომლები
Apple-ის თანამშრომლები ოფისებში დაბრუნებაზე უარს აცხადებენ

როგორც ჩანს, COVID-19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ ოფისებში სამუშაოდ დაბრუნება ბევრს არ აქვს გეგმაში და ამაში Apple უკვე რწმუნდება.

The Verge-ს ცნობით, კომპანიის 80-მდე თანამშრომელმა ტიმ კუკს წერილით მიმართა, რომელშიც ეფლის თავკაცს დაბეჯითებით მოუწოდებენ, გადახედონ გეგმას, რომლის თანახმადაც სექტემბრიდან კომპანიის თანამშრომლები ოფისში უნდა დაბრუნებულიყვნენ. წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ Apple-ის ადმინისტრაცია მათ აიგნორებს, როდესაც აცხადებს, რომ თანამშრომლებს სრული სამუშაო განრიგით დაბრუნება სურთ.

ჯგუფს, რომელიც კომპანიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მიაჩნიათ, რომ თანამშრომლებისთვის უნდა ეკითხათ, რამდენად სურდათ მათ დისტანციურად მუშაობის გაგრძელება, სხვა შემთხვევაში კი, მათთან შეთანხმებულიყო სამუშაოს მოქნილი გრაფიკი.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება ეს Apple-სთვის, რადგან წერილის ავტორი თანამშრომელთა მცირე ჯგუფია.

უცნობია ისიც, თუ რა გავლენას იქონიებს დისტანციური მუშაობის მსურველთა მოსაზრება ტექნოლოგიური გიგანტის დანარჩენ თანამშრომლებზე.

ცნობისთვის, 3 დღის წინ გამოაცხადა Apple-მა გამოაცხადა, რომ დისტანციური მუშაობა შესაძლოა სექტემბერში დასრულდეს და კომპანიის თანამშრომლები ოფისებს დაუბრუნდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system