თავში

Apple TV +-ზე ახალი სერიალი The Supermodels გამოვა

Apple TV +-ზე ახალი სერიალი The Supermodels გამოვა
Apple TV +-ზე ახალი სერიალი The Supermodels გამოვა

Apple TV + -მ განაცხადა, რომ 1990-იანი წლების სუპერმოდელებზე სერიალს გამოუშვებს. სერიალში სიუჟეტი ლინდა ევანჯელისტას, სინდი კროუფორდის, ნაომი კემპბელისა და კრისტი ტერლინგტონის ცხოვრებას და კარიერას შეეხება.

პროექტის რეჟისორი ოსკარის ორგზის ლაურეატი ბარბარა კოპლი იქნება. ასევე სერიალს ბრაიან გრეიზერი და რონ ჰოვარდი უხელმძღვანელებენ. 

"კრისტი, ლინდა, სინდი და მე სიამოვნებით გავუზიარებთ ჩვენს ისტორიას მსოფლიოს. ჩვენთვის ბრაიან გრეიზერზე და რონ ჰოვარდისზე უკეთესი პარტნიორები არ არსებობს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სერიალში მოგზაურობა შთაგონებისა და მოტივაციის წყარო იქნება მთელი მსოფლიოსთვის", - განაცხადა ნაომი კემპბელმა.

სერიალ "The Supermodels-ის" პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system