თავში

არ იმოგზაუროთ იაპონიაში - აშშ-ის მთავრობის გაფრთხილება

​არ იმოგზაუროთ იაპონიაში - აშშ-ის მთავრობის გაფრთხილება
არ იმოგზაუროთ იაპონიაში - აშშ-ის მთავრობის გაფრთხილება

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, იაპონიაში იაპონიაში არ გაემგზავრონ, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ვარიანტია გავრცელებული.

"ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, სრულად ვაქცინირებული ვიზიტორებიც კი, შესაძლოა, COVID- 19-ის ახალი ვარიანტით დაინფიცირდნენ და ვირუსი გაავრცელონ", - აღნიშნულია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იაპონიაში მოგზაურობის მსურველებისთვის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. იაპონიაში ამჟამად კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვიან, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

იაპონიაში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირების 718 864 შემთხვევაა გამოვლენილი, 12 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system