თავში

არ მოიმარაგოთ საწვავი, რადგან მარაგი განახლდება - ბაიდენი

არ მოიმარაგოთ საწვავი, რადგან მარაგი განახლდება - ბაიდენი
არ მოიმარაგოთ საწვავი, რადგან მარაგი განახლდება - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა საწვავის მომარაგებაზე იმ რეგიონებში, სადაც "Colonial-ის მილსადენზე" კიბერშეტევის ფონზე შეფერხებები შეიქმნა. მან მოსახლეობას მოუწოდა, არ მოიმარაგონ საწვავი, რადგან ამის აუცილებლობა არის. ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ განცხადება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ბენზინის პრობლემები შეექმნათ მას შემდეგ, რაც ქვეყნის საწვავის უმსხვილეს კომპანიაზე კიბერშეტევის შედეგად მილსადენზე შეფერხებები დაფიქსირდა. მომხმარებლებმა, ბენზინის დეფიციტის შიშით, მისი მომარაგება დაიწყეს.

"პრეზიდენტი ბაიდენი და თეთრი სახლი ყურადღებით დააკვირდებიან სიტუაციას უახლოეს დღეებში. ქვეყნის ლიდერი მოუწოდებს ამერიკელებს, შეიძინონ საწვავის მხოლოდ ის რაოდენობა, რაც ახლა საჭიროა და არ მოიმარაგონ საწვავი, რადგან მარაგი განახლდება", - ნათქვამია განცხადებაში.

თეთრი სახლის სპიკერის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება მჭიდრო კავშირში იქნება "Colonial-ის მილსადენთან", რათა კომპანიას საჭირო დახმარება აღმოუჩინოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system