
არაბთა გაერთიანებული საამიროების აეროპორტებში 38 სპეციალური ძაღლი გამოჩნდა, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს გამოავლენენ. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
ამ სამუშაოსთვის ძაღლები, განსაკუთრებით დუბაიში, COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანების ოფლის დახმარებით გაწვრთნეს.
დღესდღეობით ძაღლები დღეში დაახლოებით 30-40 ასეთ "ტესტს" ატარებენ.
კინოლოგების თქმით, ამ მიზნით გაწვრთნილი ცხოველების გამოყენება ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი.