თავში

არაბთა გაერთიანებული საამიროები ოთხ წელიწადში სამ ბირთვულ რეაქტორს აამუშავებს

​არაბთა გაერთიანებული საამიროები ოთხ წელიწადში სამ
არაბთა გაერთიანებული საამიროები ოთხ წელიწადში სამ ბირთვულ რეაქტორს აამუშავებს

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ერთადერთი ბირთვული ელექტროსადგურის ბარაკას ოთხივე ბირთვული რეაქტორი ოთხი წლის განმავლობაში ამოქმედდება. ამის შესახებ ქვეყნის დარგობრივი მარეგულირებლის ENEC გენერალურმა დირექტორმა, მოჰამედ ალ-ჰამადიმ განაცხადა.

”ოთხი წლის განმავლობაში, მთელი ჩვენი ელექტროენერგიის 25% გამომუშავდება ბირთვული ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა და საიმედო წყაროდან”, - განაცხადა დირექტორმა.

ატომური სადგურის პირველმა ბირთვულმა რეაქტორმა სრულ სიმძლავრეს დეკემბერში მიაღწია, მას შემდეგ, რაც აგვისტოში ქსელთან მიერთდა. ზოგადად, სადგურის მშენებლობის 95 პროცენტზე მეტი დასრულებულია. ის მოიცავს ოთხ რეაქტორს, რომელთა ტევადობა 1,4 გვტ. არის.

არაბთა გაერთიანებული საამიროები ელექტროენერგიის წარმოებისთვის ახლა ძირითადად გაზს იყენებს, მაგრამ თავისი ენერგეტიკული ბალანსის დივერსიფიკაციას გეგმავს. 2050 წლისთვის ენერგიის ნახევარი უნდა გამომუშავდეს ენერგიის სუფთა და განახლებადი წყაროებიდან, ბირთვულის ჩათვლით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system