თავში

არაბთა გაერთიანებული საამიროები უცხოელ ტურისტებს მიიღებს

არაბთა გაერთიანებული საამიროები უცხოელ ტურისტებს მიიღებს
არაბთა გაერთიანებული საამიროები უცხოელ ტურისტებს მიიღებს

არაბთა გაერთიანებული საამიროების შვიდივე რეგიონი, 6-თვიანი ჩაკეტვის შემდეგ, უცხოელ ვიზიტორებს გზას გაუხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას, Reuters ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვის მოხსნა ქვეყნისთვის აუცილებელია, რათა ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდეს.

სპარსეთის ყურის ექვსმა არაბულმა ქვეყანამ კომენდატის საათი და შეზღუდვები შეამსუბუქა, მაგრამ ნავთობპროდუქტების მწარმოებელ რეგიონში უცხოეთში მოგზაურობის შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება.

არაბულ სახელმწიფო ომანში აცხადებენ, რომ 1 ოქტომბრიდან საერთაშორისო ფრენები შესაბამისი მკაცრი ზომების დაცვით აღდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system