თავში

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელის წინააღმდეგ ბოიკოტი შეწყვიტა

​არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელის წინააღმდეგ ბოიკოტი შეწყვი
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელის წინააღმდეგ ბოიკოტი შეწყვიტა

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა ისრაელის წინააღმდეგ ეკონომიკური ბოიკოტი შეწყვიტა, რაც  ქვეყნებს შორის სავაჭრო და ფინანსური შეთანხმებების დარეგულირების წინაპირობას წარმოადგენს.  ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება. 

ბოიკოტის გაუქმების შედეგად, არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ ისრაელთან ბიზნესის წარმოებას.

ისრაელის ეროვნული ავიახაზები 31 აგვისტოს თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტ ბენ-გურიონიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიმდე პირველ პირდაპირ ავიარეისს შეასრულებს.

ისრაელისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებმა 13 აგვისტოს განაცხადეს, რომ ისინი მოაწესრიგებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით დადებული გარიგების შესაბამისად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system