თავში

არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის დაკავებული შესაძლოა გაათავისუფლონ

არასრულწლო
არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის დაკავებული შესაძლოა გაათავისუფლონ

რუმინეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც საკუთარი არასრულწლოვანი გერი გააუპატიურა, რის შემდეგაც მისგან ორი შვილი შეეძინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Mirror ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ადგილობრივები წყაროების თანახმად, გოგონას დედამ მამაკაცის განზრახვის შესახებ თავიდანვე იცოდე. სავარაუდოდ, მას ქმრისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მათ შვილი არ უჩნდებოდათ.

ავგუსტინ კოსტელ ვარგამ საკუთარი გერი პირველად 2014 წელს გააუპატიურა, როდესაც ის ჯერ კიდევ 12 წლის იყო. როდესაც გოგონამ 2015 წელს იმშობიარა, სამედიცინო პერსონალმა მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა პოლიციას.

მამაკაცი დააკავეს, თუმცა ორწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. 

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, გოგონა ახლა უკვე სხვა ჩვილთან ერთად ქალაქ კლუჟ-ნაპოჩაში დააფიქსირეს. როგორც გოგონამ პოლიციელებს განუცხადა, ის მისი და ვარგას მეორე შვილი იყო. სამართალდამცავებმა მამაკაცის დაკავება ვერ მოახერხეს, ვინაიდან იგი გაიქცა და მიიმალა.

საბოლოოდ იგი 2019 წელს დააკავეს და არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის გამო სულ მცირე 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, მისმა ადვოკატმა, საქმე გაასაჩივრა. პროცესი 2020 წლის ივნისში არის დანიშნული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system