თავში

არასწორი დაყენების შემთხვევაში ჩაი, შესაძლოა, შხამად იქცეს

​არასწორი დაყენების შემთხვევაში ჩაი, შესაძლოა, შხამად იქცეს
არასწორი დაყენების შემთხვევაში ჩაი, შესაძლოა, შხამად იქცეს

გერმანიის რისკების შეფასების ფედერალური ინსტიტუტის თანამშრომლები ჩაის მოყვარულებს მისი დაყენების დროს მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ გამოცემა Focus.de წერს.

მეცნიერების თქმით, ჩაის მწარმოებლების რეკომენდაციები მაღალი სიზუსტით უნდა იყოს დაცული. მათი თქმით, ფოთლები ან ბალახეულის ნაკრების აუცილებლად მდუღარე წყალი უნდა დაასხან, შემდეგ კი 5 წუთი დააყენონ. მხოლოდ ამის შემდეგაა ჩაის მიღება სასურველი.

გერმანელი მეცნიერების თქმით, ასეთი პროცედურის მიზეზი ისაა, რომ ჩაის ყველაზე ძვირადღირებულ სახეობაშიც კი, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიები იყოს. მათი ნეიტრალიზაცია კი მდუღარე წყალს შეუძლია. არასწორი დაყენების შემთხვევაში კი ჩაი, შესაძლოა, შხამად იქცეს, რაც ჯანმრთელობას გამოუწსორებელ ზიანს მიაყენებს.

გარდა ამისა სპეციალისტები ამბობენ, რომ არ არის რეკომენდირებული ჩაის დალევა, რომელიც რამდენიმე საათვის განმავლობაში იყო დაყენებული, ვინაიდან მას არანაირი სასარგებლო თვისება უკვე აღარ აქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system