თავში

არჩევნები გააყალბეს, მაგრამ მათ სასარგებლოდ არ უნდა ვიმოქმედოთ - ტრამპი

არჩევნები გააყალბეს, მაგრამ მათ სასარგებლოდ არ უნდა ვიმოქმედოთ - ტრამპ
არჩევნები გააყალბეს, მაგრამ მათ სასარგებლოდ არ უნდა ვიმოქმედოთ - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო-მიმართვა გამოაქვეყნა და კაპიტოლიუმში შეჭრილ პირებს მშვიდობისა და წესრიგის დაცვისაკენ მოუწოდა.  

"ვიცი, რომ გულნატკენები ხართ. ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები, რომელიც მოგვპარეს. ეს ყველამ კარგად იცის, განსაკუთრებით მეორე მხარემ.

მაგრამ ახლა სახლში უნდა წახვიდეთ. მშვიდობა და წესრიგი უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ კანონი, პატივი ვცეთ სამართალდამცავებს. არ გვინდა რომ ვინმე დაშავდეს.

ახლა ძალიან მძიმე პერიოდია. ამის მსგავსი დრო, როდესაც ჩვენ ყველას, მე, თქვენ, ჩვენ ქვეყანას არჩევნები წაგვართვეს, არ გვინახავს. არჩევნები გააყალბეს, მაგრამ მათ სასარგებლოდ არ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ მშვიდობა გვჭირდება, ასე რომ, სახლებში დაბრუნდით", - მიმართა დონალდ ტრამპმა კონგრესის შენობაში შეჭრილ პირებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system