თავში

არგენტინაში არ დავბრუნდები - რომის პაპი

არგენტინაში არ დავბრუნდები - რომის პაპი
არგენტინაში არ დავბრუნდები - რომის პაპი

რომის პაპი ცხოვრების ბოლომდე პონტიფად დარჩება და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს მშობლიურ არგენტინაში არ გაატარებს. ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკე I-მა მასზე დაწერილ წიგნში ისაუბრა. 

გამოცემა The Guardian-ის ცნობით, წიგნზე მუშაობა, სახელწოდებით "პაპების ჯანმრთელობა", 2019 წელს დაიწყო და მისი ნაწყვეტი La Nacion-ში 27 თებერვალს გამოქვეყნდა.

არგენტინელ ჟურნალისტ ნელსონ კასტროსთვის მიცემულ ინტერვიუში პაპმა განაცხადა, რომ იგი სიკვდილზე ფიქრობს, მაგრამ მისი არ ეშინია.

კითხვაზე, თუ როგორ ხედავს თავის ბოლო დღეებს, 84 წლის პაპმა უპასუხა, რომ სიცოცხლის ბოლომდე რომის პაპი იქნება და არგენტინაში არ დაბრუნდება. 

ფრანცისკე I, ბუენოს აირესის ყოფილი მთავარეპისკოპოსი, აღნიშნავს, რომ მას მშობლიური არგენტინა არ ენატრება.

”არა, არ მენატრება. 76 წელი იქ ვცხოვრობდი. თუმცა, მისი პრობლემები მტანჯავს”, - აღნიშნა პაპმა. მისი თქმით, სამხედრო დიქტატურის დროს არგენტინიდან ხალხს აპარებდა, რათა მათი სიცოცხლე ეხსნა და ამ ყველაფერმა მის ფსიქიკაზე წარუშლელი კვალი იქონია.

რომის პაპის განცხადებით, შფოთს დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა და 6 თვე ფსიქიატრის დახმარებით მკურნალობდა. 

"ექვსი თვის განმავლობაში, იმ ეპოქის შიშებთან გამკლავებაში ფსიქიატრი მეხმარებოდა”, - აცხადებს პაპი.

ცნობისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში რომის პაპს სახსრების დაავადება აწუხებს, რის გამოც მას რამდენიმე ღონისძიების გადადებაც მოუწია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system