თავში

არიზონას პოლიციის ოფიცერმა იშვილა გოგონა, რომლის საქმესაც იძიებდა

არიზონას პოლიციის ოფიცერმა იშვილა გოგონა, რომლის საქმესაც იძიებდა
არიზონას პოლიციის ოფიცერმა იშვილა გოგონა, რომლის საქმესაც იძიებდა

არიზონას პოლიციის ოფიცერმა და მისმა მეუღლემ ძალადობის მსხვერპლი გოგონა იშვილეს, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გაიცნეს. ამის შესახებ New York Post წერს.

შემთხვევა 2018 წლის მარტში მოხდა. მაშინ კაილა ორი წლის იყო. ოფიცერმა პატარა ბავშვი მრავლობითი დაზიანებით იპოვა, სახლში წაიყვანა და სოციალურ სააგენტოს ელოდებოდა. წყვილს კაილა მაშინვე ძალიან შეუყვარდა. შემდეგ გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცნობილია, რომ პატარა გოგონას ბიოლოგიური მშობლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და სოციალურმა მუშაკებმა ვერ მოძებნეს წყვილი, რომელიც ბავშვზე იზრუნებდა, ამიტომ ოფიცერმა და მისმა მეუღლემ ბავშვი აყვანა გადაწყვიტეს. მიმდინარე წლის აგვისტოში კი მათ 4 წლის გოგონა შვილად აიყვანეს.

"პატარა ანგელოზი პირველად ჩვენთან რომ მოვიდა და ხელი მოგვკიდა, სხვანაირი გრძნობა დაგვეუფლა. ის ძალიან საყვარელია. ჩვენი მიზანი მასზე ზრუნვა და სიყვარულია. კაილა მაშინვე გახდა ჩვენი ოჯახის წევრი. ის ძალიან გონებამახვილი ბავშვია. ჩვენი პატარა ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს", - განაცხადეს გოგონას ახალმა მშობლებმა.

არიზონას მკვიდრ წყვილს კაილას გარდა საკუთარი 2 შვილი ჰყავს. მათი თქმით თავის ახალ ოჯახში გოგონა თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system