თავში

არქეოლოგებმა 2 მილიონი წლის წინანდელი თავის ქალა აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა 2 მილიონი წლის წინანდელი თავის ქალა აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა 2 მილიონი წლის წინანდელი თავის ქალა აღმოაჩინეს

ავსტრალიელმა არქეოლოგებმა სამხრეთ აფრიკაში კიდევ ერთი უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს. მათ ადამიანების წინაპრების შორეული ნათესავების - პარანთროპუს რობუსტუსის (გადაშენებული ჰომინიდების ერთ-ერთი სახეობა) თავის ქალა აღმოაჩინეს. მისი ასაკი დაახლოებით 2 მილიონი წელია. ლა ტრობის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, აღმოჩენა გადაშენებული ჰომინიდების (ადამიანისმაგვარი მაიმუნების ყველაზე უფრო მაღალგანვითარებული ოჯახი, რომელშიც თანამედროვე ადამიანი შედის) უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენახული ნიმუშია.

სპეციალისტების განცხადებით, ჰომო ერექტუსი ("წელში გამართული ადამიანი“ - პრეისტორიული პერიოდის ადამიანის სახეობა) დიდი ტვინითა და პატარა კბილებით და პარანთროპუს რობუსტუსი, პატარა ტვინითა და დიდი კბილებით, ერთსა და იმავე პერიოდში ცხოვრობდნენ.

თავის ქალა თითქმის მთლიანად არის შენახული. მას იოჰანესბუგრთან ახლოს, სამხრეთ აფრიკის ღრმა გამოქვაბულებში მიაგნეს. აღმოჩენის კვლევა მეცნიერებს ადამიანის მიკროევოლუციაზე ახალ ინფორმაციას მისცემს. ისინი ფიქრობენ, რომ აღმოჩენამ, შესაძლოა, ადამიანის ევოლუციის შესახებ შეხედულებებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system