თავში

არქეოლოგებმა ეგვიპტეში მისტიკური მღვიმე აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ეგვიპტეში მისტიკური მღვიმე აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა ეგვიპტეში მისტიკური მღვიმე აღმოაჩინეს

ეგვიპტელმა არქელოგოებმა კლეოპატრას სამარხის ძებნისას უცნაურ მღვიმეს მიაკვლიეს.

უკვე საუკუნეები გავიდა მას შემდეგ, რაც არქეოლოგებმა დაიწყეს ანტონიუსის და კლეოპატრას საფლავის ძებნა.  დოქტორი ქეითლინ მარტინესი წლებია კლეოპატრას აკლდამას ეძებს. ის დარწმუნებულია, რომ საფლავი ალექსანდრიის სამხრეთ-დასავლეთით, ტაოპოსირისის მაგნას ტაძარში ან მის მახლობლად მდებარეობს.

მიუხედავად ამისა, სამარხის ძიება ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობდა. მთავრობა ქეითლინის  პროგრამის დახურვას აპირებდა. მათ ვადა განუსაზღვრეს, რომლის ფარგლებში მარტინესს კონკრეტული მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა. მას უნდა დაემტკიცებინა, რომ ის სწორ გზას ადგა. 

ვადა იწურებოდა და სწორედ გათხრების ბოლო დღეს, როდესაც ერთ-ერთ ადგილს მტვრისაგან ასუფთავებდნენ, ხვრელი გამოჩნდა. ის 5 მეტრის სიღრმეში ჩადიოდა და ორ ოთახს აკავშირებდა. 

"ეს წარმოუდგენელი აღმოჩენაა. შესაძლოა ამ ოთახებს რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად იყენებდნენ", - განაცხადა ქეითლინ მარტინესმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system