თავში

არქეოლოგებმა პოლონეთში ეტოზავრის ნაშთებს მიაკვლიეს

არქეოლოგებმა პოლონეთში ეტოზავრის ნაშთებს მიაკვლიეს
არქეოლოგებმა პოლონეთში ეტოზავრის ნაშთებს მიაკვლიეს

პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის (PAN)  პალეობიოლოგიის ინსტიტუტის არქეოლოგთა გუნდი და ვარშავის უნივერსიტეტის მკვლევარები (UW) პრეისტორიული ქვეწარმავლის ნაშთებს წააწყდნენ, რომელიც დედამიწაზე 200 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.

გათხრების დროს ექსპერტებმა იპოვეს ეტოზავრის ყბის ძვლის ფრაგმენტები. ეს პრეისტორიული ოთხფეხა ქვეწარმავალია, რომელიც  210 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ნაშთები აღმოაჩინეს სხვა ხერხემლიანთა ნამარხებთან ერთად. მეცნიერების თქმით, ამ ქვეწარმავალს ძალიან პატარა კბილები აქვს, ხოლო მათი სიგრძე სამ მეტრს აღწევდა.

გარეგნულად, ისინი ნიანგის, არმადილოსა და ტახის ნაჯვარს ჰგავდნენ.  როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ქვეწარმავლის ეს სახეობა ყველაფერს ჭამდა, მცენარეებით დაწყებული, მცირე უხერხემლო ცხოველებით დამთავრებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system