თავში

არქეოლოგებმა პომპეიში უნიკალური ეტლი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა პომპეიში უნიკალური ეტლი აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა პომპეიში უნიკალური ეტლი აღმოაჩინეს

უძველესი ქალაქი პომპეის ადგილას არქეოლოგებმა  უნიკალური რომაული ეტლი აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა France24 წერს.

გამოცემის ცნობით, ოთხბორბლიანი ეტლი, რომელიც რკინის, ბრინჯაოსა და კალისგან არის დამზადებული, "თითქმის იდეალურად" არის შემონახული. არქეოლოგებმა მას ძველი პომპეის კედლებიდან ჩრდილოეთით 700 მეტრში მიაკვლიეს.

”ეს არაჩვეულებრივი აღმოჩენაა, რომელიც ხელს უწყობს ძველი სამყაროს უკეთ გაგებას”, - განაცხადა პომპეის არქეოლოგიური ძეგლის დირექტორმა მასიმო ოსანამ. მან აღნიშნა, რომ ეტლი სადღესასწაულო ღონისძიებების დროს გამოიყენებოდა.

იტალიის კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს  უნიკალური აღმოჩენაა, რომელსაც პრეცედენტი არ აქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system