თავში

არქეოლოგებმა საფრანგეთში უძველესი დასახლება აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა საფრანგეთში უძველესი დასახლება აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა საფრანგეთში უძველესი დასახლება აღმოაჩინეს

საფრანგეთში, პონტარლიეს გათხრების დროს არქეოლოგებმა ფრანკთა დასახლების ნაშთები აღმოაჩინეს, რომლებიც გაქრა ისევე მოულოდნელად, როგორც გამოჩნდა. გათხრების შესახებ ინფორმაცია პრევენციული არქეოლოგიური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მეცნიერთა აზრით, დასახლება ახ.წ. მე-6 საუკუნეში დაარსდა. ამ დროისთვის არქეოლოგებმა ათი დიდი მართკუთხა ნაგებობა გათხარეს, რომელთა ფართობი 200-300 კვადრატული მეტრი იყო. ასევე მათ გათხარეს ნეკროპოლი, რომელშიც ოთხი სამარხი აღმოაჩინეს.

არქეოლოგების თქმით, დასახლებაში მდიდარი ხალხი ცხოვრობდა, რასაც მოწმობს საფლავებში ნაპოვნი ძვირფასი სამკაულების დიდი კოლექცია.

ასევე ექსპერტებმა დაადგინეს, რომ დაარსებიდან დაახლოებით 150-200 წლის შემდეგ, სავარაუდოდ მე-7 საუკუნის ბოლოს, მოსახლეობამ ძალიან სწრაფად დატოვა დასახლება.

არქეოლოგებმა უძველეს დასახლებულ ადგილას ვერ იპოვეს თავდასხმის ან ხანძრის კვალი, ამიტომ ისინი ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის მასობრივი გასახლება მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system