თავში

არქეოლოგებმა უძველესი ქრისტიანული ტაძარი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა უძველესი ქრისტიანული ტაძარი აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა უძველესი ქრისტიანული ტაძარი აღმოაჩინეს

ეგვიპტეში, ბაჰარიას ოაზისში გათხრების დროს ნორვეგიულმა სამეცნიერმა ჯგუფმა უძველესი ქრისტიანული ტაძარი აღმოაჩინა. ტაძარი 1600 წლის წინანდელია, რაც დასტურდება ადგილიდან ამოღებული მონეტების ექსპერტიზით და ბერძნული წარწერებით. ადგილზე აღმოჩენილია კერამიკა და მინის საგნებიც. 

ამ სიძველის ტაძრის აღმოაჩენა მკვლევარებისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. ტაძარში კარგადაა შემონახული კედლები და იატაკი ბერძნული წარწერებით, რაც ნამდვილად იშვიათობაა, რადგან ის 1500 წელზე მეტი ხნისაა. არქეოლოგების თქმით, ისინი თითქოს უცხო ადამიანების სახლში შეიჭრნენ. მათ ნახეს სამზარეულო და სამზარეულოში სავარაუდოდ ბერების უკანასკნელი საკვების ნარჩენებსაც გადააწყდნენ (თევზი). 

ნორვეგიელი მკვლევარები თვლიან, რომ მათმა აღმოჩენამ, შესაძლოა, ქრისტიანული ისტორიაზე წარმოდგენა შეცვალოს, ან სულ მცირე გაამდიდროს მაინც ის. 

სამწუხაროდ ტაძარს ტურისტები ვერასდროს მოინახულებენ, რადგან ღია სივრცეში მისი დატოვება მის განადგურებას გამოიწვევს. ამიტომ, მას შემდეგ რაც კვლევები დასრულდება, მისივე უსაფრთხოებისთვის, ტაძარი, სავარაუდოდ, კვლავ მიწაში აღმოჩნდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system