თავში

არლინგტონის სასაფლაომ გვირგვინით შემკობის ყოველწლიური ცერემონია გააუქმა

​არლინგტონის სასაფლაომ გვირგვინით შემკობის ყოველწლიური ცერემონია გააუქ
არლინგტონის სასაფლაომ გვირგვინით შემკობის ყოველწლიური ცერემონია გააუქმა

არლინგტონის სასაფლაომ, რომელიც აშშ-ში, ვაშინგტონის შემოგარენში მდებარეობს, გვირგვინით შემკობის ყოველწლიური ცერემონია "გვირგვინები მთელი ამერიკიდან" გააუქმა. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ამის შესახებ ინფორმაციას Task&Purpose ავრცელებს.

ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, 19 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება რისკის შემცვლელად ჩაითვალა და ორგანიზატორებმა მისი ხალხმრავლობიდან გამომდინარე ცერემონიის გაუქმება გადაწყვიტეს.

"ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ გრანდიოზული ღონისძიების განახლებას მომავალ, 2021 წელს შევძლებთ”, - განაცხადა არლინგტონის ეროვნული სასაფლაოს ზედამხედველმა.

გასულ წელს, გვირგვინებით შემკობის ცერემონიაში დაახლოებით 35,000 მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. ჯამში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა საფლავებზე 245,000-ზე მეტი გვირგვინი მიიტანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system