თავში

Ars Technica: რუსული კოსმოსის წარმატების შესახებ ისტორიები რეალობას მოწყვეტილია

Ars Technica: რუსული კოსმოსის წარმატების შესახებ ისტორიები რეალობას მ
Ars Technica: რუსული კოსმოსის წარმატების შესახებ ისტორიები რეალობას მოწყვეტილია

"როსკოსმოსის" გენერალური დირექტორის, დიმიტრი როგოზინის ისტორიები რუსული კოსმოსური ტექნოლოგიების შესახებ ფანტაზიებია, რომლებიც რეალობისგან შორსაა. ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელიც გამოცემა Ars Technica-ში გამოვიდა.

"რუსეთის სამოქალაქო კოსმოსური პროგრამის ლიდერი რეალობას სულ უფრო წყდება. ბოლო თვეების განმავლობაში "როსკოსმოსის" გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი როგოზინმა რამდენიმე ინტერვიუში რუსული კოსმოსური პროგრამის ვითომდა ნათელი მომავლის შესახებ ყველანაირი დიდი დაპირება გააკეთა", - წერს Ars Technica.

გამოცემა აღნიშნავს, რომ როგოზინის სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსეთი მთვარესა და მარსზე პილოტირებად ფრენებს განახორციელებს, აბსურდია.

სტატიის ავტორებს ასევე ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ რუსეთი მალე შექმნის რაკეტას, რომელიც ამერიკულ Falcon 9-ს აჯობებს.

"რეალობა ასეთია, რომ რუსეთი კოსმოსში მოსახვედრად მოძველებულ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული", - წერს გამოცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system