თავში

არსებული ვაქცინები კრონავირუსის ყველა ვარიანტისგან გვიცავს- ჯანმო

არსებული ვაქცინები კრონავირუსის ყველა ვარიანტისგან გვიცავს- ჯანმო
არსებული ვაქცინები კრონავირუსის ყველა ვარიანტისგან გვიცავს- ჯანმო

კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ახალ ვაქცინებს, როლებიც ამ დროისთვის ევროპაში პანდემიასთან საბრძოლველად გამოიყენება, სავარაუდოდ, ვირუსის ყველანაირი სახიფათო ვარიანტის დამარცხება შეუძლია. ამის შესახებ გაცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა გააკეთა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ჰანს კლიუგეს განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ ინფექციის კონტროლსა და ვაქცინაციას ვირუსის გავრცელების შეჩერება შეუძლია.

"ყველა დამტკიცებული და ხელმისაწვდომი ვაქცინა ნამდვილად რეაგირებს ვირუსის ყველა იმ ვარიანტზე, რომელიც ამ მომენტისთვის არსებობს", განაცხადა კლიუგემ.

ევროპაში ამ დროისთვის Pfizer, Moderna, AstraZeneca და Johnson & Johnson-ის ვაქცინები გამოიყენება. ვირუსის ინდური შტამი - B.1.617- ევროპის 53 ქვეყნიდან 26-ში გავრცელდა. კლიუგეს თქმით, გამორიცხული არ არის ვირუსმა მორიგი მუტაცია ისევ განიცადოს და ახალი ვარინტი გაჩნდეს, რომელიც კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებადი იქნება. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ვაქცინები ახალი ვარიანტის შემთხვევაშიც ეფექტური იქნება.

ჯანმო-ს წარმომადგენლები ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებენ რეგიონში ეპიდემიის გავრცელების კლებას და აცხადებენ, რომ მსოფლიო სწორი მიმართულებით მოძრაობს, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ცხელი და მწვავე კერები. ხელახალი სახიფათო აფეთქების თავიდან აცილების მიზნით, ამ კერებს კონტროლი და მართვა სჭირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system