თავში

არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი ვიქნები, ვისაც რუსეთში მოწამლავენ ან მოკლავენ - ნავალნი

არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი ვიქნები, ვისაც რუსეთში მოწამლავენ ან მოკლავენ - ნავალნი
არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი ვიქნები, ვისაც რუსეთში მოწამლავენ ან მოკლავენ - ნავალნი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ევროკავშირს ვლადიმერ პუტინის გარშემო მყოფი კრიმინალებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ნავალნის თქმით, ანგარიშების გაყინვას და მოგზაურობაზე აკრძალვას რუსეთი სერიოზულად მანამდე არ აღიქვამს, ვიდრე ეს სანქციები ყველაზე მდიდარ ოლიგარქებსაც არ შეეხებათ.

„რუსი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ევროპა ამ საკითხზე არ გაჩუმდეს. მე არც პირველი ვარ და სამწუხაროდ, არც ბოლო ვიქნები, ვისაც მოწამლავენ ან მოკლავენ“,- განაცხადა ნავალნიმ.

შეგახსენებთ, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.ერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system