თავში

ნეთანიაჰუ-განცის მესამე შეხვედრა ისრაელის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად

განცი ისრაელი
ნეთანიაჰუ-განცის მესამე შეხვედრა ისრაელის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად

ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი, ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ბენი განცთან, რიგით მესამე მოლაპარაკებებს მართავს. პრეზიდენტმა რივლინმა ცესკოს საბოლოო მონაცემები ქნესეთის არჩევნებთან დაკავშირებით უკვე მიიღო. შედეგების თანახმად, ვერც პრემიერი ნეთანიაჰუ და ვერც ბენი განცი დამოუკიდებლად ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებენ.

პრეზიდენტს ისრაელის წინაშე არსებული დილემის გადაწყვეტა მოუწევს - დაასახელოს პირი, რომელიც ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას მოახდენს.

მისი დასახელება რივლინს უკვე ოთხშაბათს შეძლო. ჯერჯერობით უცნობია პრეზიდენტი დღესვე გაახმაურებს არჩევანს, თუ ებრაული ახალი წლის ორდღიანი დღესასწაულის, როშ-ხა-შანის დასრულებას დაელოდება.

მიუხედავად იმისა, ვის დაავალებს პრეზიდენტი ახალი მთავრობის ფორმირებას, მმართველი კოალიციის ფორმირება მას ნებისმიერ შემთხვევაში გაუჭირდებათ, რადგან არც განცს და არც ნეთანიაჰუს ქნესეთში გამოკვეთილი უმრავლესობა არ აქვთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system