თავში

ტრამპი აშშ-ს საზღვრის მიგრანტებისგან დაცვას ალიგატორებითა და გველებით ითხოვს

ტრამპო ალიგაროტი
ტრამპი აშშ-ს საზღვრის მიგრანტებისგან დაცვას ალიგატორებითა და გველებით ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალ ტრამპი, არალეგალი მიგრანტების შესაკავებლად, მათთვის ფეხებში სროლის ინიციატივით გამოდის. პრეზიდენტი ასევე საზღვრის გასწვრივ ზოლში ალიგატორებისა და გველების გაშვების წინადადებას აყენებს.

ინფორმაციას The New York Times-ი თეთრი სახლის რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

The New York Times -ის ინფორმაციით, ტრამპს ასევე სურდა, რომ საზღვარზე კედელში ელექტროენერგია გაეყვანათ და კედლის თავი წვეტიანი წინაღობებით ყოფილიყო დაფარული.

თეთრ სახლს, მედიის შეკითხვებზე ამ საკითხთან დაკავშირებით, პასუხი ჯერ არ გაუცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system